კარიერაში მეშვიდედ – ნოვაკ ჯოკოვიჩი შემაჯამებელი ტურნირის გამარჯვებულია [VIDEO]

იტალიის ქალაქ ტურინში წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალი ლეგენდარული სერბი ჩოგბურთელის, ნოვაკ ჯოკოვიჩის გამარჯვებით დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ ფინალური მატჩი ჯოკოვიჩმა ტურნირის მასპინძელ იანიკ სინერს მარტივად – 6:3; 6:3 მოუგო.
ნოვაკმა წლის შემაჯამებელი ტურნირი კარიერაში მეშვიდედ მოიპოვა.