კარიერაში მესამედ – ნიკოლა იოკიჩი NBA-ს სეზონის MVP გახდა

2023/2024 წლების NBA-ს სეზონში MVP ნიკოლა იოკიჩი გახდა. “დენვერ ნაგეთსის” კალათბურთელმა აღნიშნული ჯილდო კარიერაში მესამედ მოიპოვა.
ნიკოლა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რიგით მე-9 კალათბურთელი გახდა, რომელმაც MVP-ის ტიტულის სამჯერ მოგება მოახერხა.
მიმდინარე სეზონში ნიკოლა იოკიჩი მატჩში საშუალოდ 26.4 ქულას, 12.4 მოხსნასა და 9.0 შედეგიან გადაცემას ასრულებს.
სერბი კალათბურთელის გუნდი კი დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში “მინესოტა ტიმბერვულვზთან” სერიაში 0:2 მარცხდება. გუნდებს შორის მომდევნო მატჩი 11 მაისს, შაბათს გაიმართება.