კარდინალებმა ისევ ვერ აირჩიეს

სიქსტეს კაპელის საკვამურიდან შავი კვამლი ამოვიდა – კარდინალებმა კვლავ ვერ აირჩიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
BBC-ის ცნობით, დილით ჩატარებული კენჭისყრის ორი ტურის შემდეგ კარდინალებმა კონკლავის მეორე დღის პირველ ნახევარში ახალი რომის პაპის არჩევა ვერ შეძლეს.
რომის პაპის ასარჩევად ხმის მიცემის მომდევნო ორი ტური დღეს საღამოს გაიმართება.
პროცესი ადგილობრივი დროით 4:30 საათიდან (თბილისის დროით 18:30 საათი) გაგრძელდება.
შეგახსენებთ, ვატიკანში 267-ე რომის პაპის ასარჩევად კონკლავი გუშინ დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ბოკერია – „ოპოზიციური ალიანსის“ ამოცანაა იმ ხარისხის მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც რეჟიმს აიძულებს, დათმოს ძალაუფლება – როდესაც პოლიტიკურად კედელთან იქნებიან მიყენებული, მოლაპარაკებები რეალური იქნება