კარგი იქნება, თუ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი და ევროკავშირის ელჩი ქართული სასამართლოსა და პირადად, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის წინაშე, ბოდიშს მოიხდიან

კარგი იქნება, თუ საქართველოში -ის ყოფილი ელჩი და ევროკავშირის ელჩი ქართული სასამართლოსა და პირადად, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის წინაშე, ბოდიშს მოიხდიან
„სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქართული სასამართლოს განაჩენები სამართლიანია, ემყარება კანონს და ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალ სტანდარტს“, – ამის შესახებ მედიასთან პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
სოზარ სუბარის თქმით, სწორედ ამიტომ არის, რომ და მისი ადვოკატები დღემდე ვერ ბედავენ, თავისი განაჩენები წაიღონ სტრასბურგში.
„სწორედ ამიტომ არის, რომ განხილვაშიც კი არ მიიღო სტრასბურგმა ს საჩივარი. სწორედ ამიტომ არის, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი ადვოკატები დღემდე ვერ ბედავენ, თავისი განაჩენები წაიღონ სტრასბურგში და იქ სცადონ გასაჩივრება, ურჩევნიათ, რომ ასე, ცილისწამებებით ილაპარაკონ, თითქოს მის წინააღმდეგ პოლიტიკური განაჩენებია გამოტანილი.
კარგი იქნება, თუ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი მოიხდიან ბოდიშს ქართული სასამართლოს, სახელმწიფოსა და მართლმსაჯულების წინაშე, ასევე, ბოდიშს მოიხდიან, პირადად, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის წინაშე“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
Next: პროპაგანდას პროპაგანდით უნდა ებრძოლო, მაგრამ როცა აბსოლუტურად მიუღებელი ღირებულებები კანონდება, იმას უკვე კანონმდებლობა უნდა დაუპირისპირო

ასევე დაგაინტერესებთ

თუ „გამჭვირვალობის კანონი“ პოლიტიკურ ურთიერთობაში არამართლზომიერი ჩარევის და დაჩრდილული ველების ადგილს არ დატოვებს, ეს კიდევ უფრო გაზრდის პარტნიორობის, ნდობის და თანამშრომლობის ხარისხს საქართველოსა და აშშ-ს შორის

“ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ქვეყანა გადაგვირჩინა, უნდა დასანქცირდეს და სააკაშვილი, ვინც იყო მთავარი დამანგრეველი, უნდა გამოვუშვათ და დავაბრუნოთ ხელისუფლებაში?” – ღარიბაშვილის სკანდალური განცხადება