,, კარგი იქნება, თუ დავიწყებთ მუშაობას სოციალურ ქსელების სფეროში რეგულირებაზეც” – სოზარ სუბარი

“მაუწყებლობის შემზღუდავი ცვლილებების განხილვის პარალელურად, „ქართული ოცნების“ განაყოფი „ხალხის ძალის“ წევრი სოზარ სუბარი სოციალური ქსელების რეგულირების ინიციატივით გამოდის.
ერთპარტიულ პარლამენტში მაუწყებლობის შესახებ კანონზე მსჯელობისას ყოფილმა სახალხო დამცველმა ამ წინადადებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძეს მიმართა.
„გასაგებია, რომ ამ [მაუწყებლობის შესახებ] კანონის თემა არ არის, მაგრამ დღეს ტელევიზიასა და რადიოსთან შედარებით, საზოგადოებრივ აზრზე გაცილებით მეტი გავლენა შეიძლება მოახდინოს სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ინფორმაციამ. არსებობს ინფორმაციის სხვა საშუალებებიც, მაგრამ სოციალური ქსელები მაინც ყველაზე დიდ აუდიტორიას მოიცავს და ყველაზე ფართო გავლენის მქონეა. კარგი იქნება, თუ დავიწყებთ მუშაობას ამ სფეროში რეგულირებაზეც, რათა ადამიანის ღირსება, პირადი ცხოვრება იყოს დაცული, ადამიანის შეურაცხყოფა იყოს დასჯადი იმ მიზნით, რომ ადამიანები დავიცვათ. ის, რაც ხდება დღეს მედიაში, ამის მოთმენა შეუძლებელია ხშირ შემთხვევაში“, — განაცხადა სოზარ სუბარმა.“

ასევე დაგაინტერესებთ