“კარგი იქნება აფხაზეთთანაც შეიქმნას კონფედერაციაო”– ვოლსკი ხიდაშელთან შეხვედრის დეტალებზე

რაზე ისაუბრა “ოცნების” დეპუტატმა რუს ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან – გუშინდელი შეხვედრის შესახებ მ პირველი კომენტარი გააკეთა. ის ამტკიცებს, რომ დავით ხიდაშელს, არც ანტიდასავლური და არც პრორუსული იდეა არ გაუჟღერებია. აქვე ვოლსკი ადასრტურებს იმასა, რომ ხიდაშელი აფხაზეთთან კონფედერაციაზე საუბრობდა და როგორც ჩანს, თვლის, რომ მსგავსი განცხადებები პრორუსული არ არის და პროქართულია?
პარტია “დროას” ინფორმაციით, რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი პარლამენტის ვიცე-სპიკერს ოკუპირებული ს მარიონეტული რეჟიმის პოზიციებს აცნობდა. პარტიის ინფორმაციით, ხიდაშელი ვოლსკის აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან კონფედერაციაზე ესაუბრებოდა, ასევე ოკუპირებულ აფხაზეთში ტვირთების შეტანასა და ბიზნეს ურთიერთობებზე, აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე.
აღნიშნული ვოლსკიმ ნაწილობრივ დაადასტურა:
“დავით ხიდაშელს, გეუბნებით გულახდილად, აშკარად, არანაირი არც ანტიდასავლური, არც პრორუსული, არც მით უმეტეს ანტიქართული იდეა არ გამოუმჟღავნებია. საუბარი ჰქონდა იმაზე, რომ 2011 წელს, ნაცმოძრაობის პერიოდში იყო შეთანხმება რუსეთთან დადებული, შვეიცარიასთან საერთაშორისო მონაწილეობით, მათ შორის საქართველომ მისცა საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში წევრობის მწვანე შუქი აუნთო რუსეთს, და თუ შესაძლებელია ეს სატრანზიტო მოძრაობა შვეიცარიის მხარის ჩართულობით აღდგეს.
სიტყვა კონფედერაცია ახსენა საკმაოდ ხმამაღლა, ისე რომ გვერდით მსხდომმა ადამიანებმა მოიხედეს კიდევაც, რომ კარგი იქნება აფხაზეთთანაც შეიქმნას კონფედერაცია. ამაში რამე თუ დევს ისეთი აზრობრივი, შეიძლება თქვენ მიაქციოთ ყურადღება, თორემ საზოგადოების დიდმა ნაწილმა კი არა, ყველამ იცის, რომ კონფედერაცია შეიძლება, მაგრამ ასეთ ვითარებაში, არანაირი წინაპირობა, ამაზე ლაპარაკი არ არის. ისიც თქვა კი, რომ იქნებ პირადი ურთიერთობები კარგი იყოს აფხაზურ მხარესთან, ამას დიდი ხანია ლაპარაკობენ, მაგრამ ავუხსენი, რომ აფხაზურ მხარეს უნდა ელაპარაკოს ქართულ მხარეს, როგორც აფხაზეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რაც ამასთან დაკავშირებით შეუძლებელს ხდის”, – თქვა ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ