კარგია რომ ევროპულ საზოგადოებაში მეტად ხდება იმ მავნე ტენდეციების გააზრება, რაც დღეს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებს ახლავს

კარგია რომ ევროპულ საზოგადოებაში მეტად ხდება იმ მავნე ტენდეციების გააზრება, რაც დღეს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებს ახლავს
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმდჯომარე დავით მათიკაშვილი Ipsos-ის კვლევას აფასებს, რომლის თანახმადაც, დასავლეთის ამომრჩევლების თითქმის ნახევარი უკმაყოფილოა დემოკრატიის დონით და შიშობს, რომ მომავალში მას უფრო დიდი საფრთხეები დაემუქრება. ამასთან, მოსახლეობა საფრთხედ აღიქვამს დეზინფორმაციას, კორუფციას, ექსტრემიზმს და მთავრობის არასაკმარის ანგარიშვალდებულებას. მათიკაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ეს ყველაფერი სახელმწიფოების ხელისუფლებამდე მიაღწევს და მათ მიერ გადადგმული ნაბიჯებიც ცალსახად სარგებლიანი იქნება ევროპელი ხალხისთვის.
„კარგია რომ ევროპულ საზოგადოებაში ხდება სულ უფრო მეტად გააზრება იმ მავნე ტენდეციების, რაც დღეს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებს ახლავს. იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს ყველაფერი სახელმწიფოების ხელისუფლებამდე უფრო აქტუალურად მიაღწევს და მათ მიერ გადადგმული ნაბიჯებიც იქნება ცალსახად სარგებლიანი ევროპელი ხალხისთვის“- განაცხადა მათიკაშვილმა. ცნობისთვის, კვლევაში მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის შვიდი ქვეყნის, დიდი ბრიტანეთისა და -ის 10 ათასმა ამომრჩეველმა. რომლის მიხედვით, საფრანგეთში გამოკითხულთა 60% დემოკრატიის ხარისხით უკმაყოფილოა, ხოლო 19% – კმაყოფილი. -ში დემოკრატიის დონით უკმაყოფილოა 53%, ხოლო კმაყოფილია – 20%. გაერთიანებულ სამეფოში დემოკრატიის დონით უკმაყოფილოა 51%, ხოლო კმაყოფილია 26%. დასავლეთის ერთადერთი ქვეყანა, სადაც დემოკრატიის დონით კმაყოფილი ადამიანების რიცხვი უკმაყოფილოებს აჭარბებს, შვედეთია. იქ დემოკრატიით გამოკითხულთა 65%-ია კმაყოფილი, ხოლო 15% – უკმაყოფილო.

ასევე დაგაინტერესებთ

რაც ჯარით და ომით ვერ დაათმობინა რუსეთმა უკრაინას, დასავლური ძალების დიდი ნაწილი, მაგალითად შეერთებული შტატები, ცდილობს უკრაინამ ხელი მოაწეროს ნახევრად კაპიტულაციურ ხელშეკრულებას და ტერიტორიები დათმოს მშვიდობით

ნანა დიხამინჯია არის ერთ-ერთი ის რადიკალი, რომელიც ზიზღის ენით გამოირჩევა და აბულინგებს ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. TBC ბანკი ვალდებულია გააკეთოს განმარტება როგორ აღმოჩნდა ეს მოძალადე ქალი მის საფარ ქვეშ და უხდის თუ არა ფულს კოლაბორაციაში