“კარგად ვარ, ტვინის შერყევა მაქვს” – ამბობს დიმიტრი ბერიძე, რომელიც პოლიციამ წააქცია და სცემა

ახალგაზრდა დემონსტრანტი, დიმიტრი ბერიძე, რომელსაც 16 აპრილს, “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ თავს კარგად გრძნობს, თუმცა ტვინის შერყევა აქვს. მან პასუხი კითხვაზე, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა პოლიციელების მხრიდან ცემის შემდეგ, რადიო თავისუფლებას გამთენიისას მიწერა.
მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს 16 აპრილის ღამეს, როცა აქცია ფაქტობრივად დაშლილი იყო, პარლამენტის მიმდებარე ვიწრო ქუჩებზე პოლიცია დასდევდა და სცემდა აქციის მონაწილეებს.
16 აპრილის აქციაზე პოლიციამ 11 ადამიანი დააკავა, 15 აპრილის ღამეს 14. აქციებზე დაშავებულია არაერთი ადამიანი. 16 აპრილს პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენა წიწაკის სპწრეი და ხელკეტები.