კარგად დაგვაკვირდით 29 აპრილს – ზურაბ ქადაგიძე

გაინტერესებთ, ხელისუფლების ლეგიტიმაციის მასშტაბი? 29 აპრილს დაელოდეთ! „მამული, ენა და სარწმუნოება“, რომელი ტრიადაც ქართულ იდენტობის ქვაკუთხედია და ჭეშმარიტ საქართველოს განასახიერებს, გარედან თავსმოხვეული “ნარატივებით” და პროგრესის სახელით წარმოებული რევიზიით ვერ შეეხებით! – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს. ქადაგიძე აღნიშნავს, რომ სუვერენული საქართველოს მშვიდობიან მომავალს, ყველაზე ძლიერი დამზღვევი ჰყავს ბიძინა ივანიშვილის სახით, რომელიც 29 აპრილს „ქართული ოცნების“ საყოველთაო-სახალხო შეკრებას დაესწრება.
„გაინტერესებთ, ხელისუფლების ლეგიტიმაციის მასშტაბი? 29 აპრილს დაელოდეთ! მამული, ენა და სარწმუნოება, რომელი ტრიადაც ქართულ იდენტობის ქვაკუთხედია და ჭეშმარიტ საქართველოს განასახიერებს, გარედან თავსმოხვეული “ნარატივებით” და პროგრესის სახელით წარმოებული რევიზიით ვერ შეეხებით! ვერავინ მოახერხებს საქართველოს უკრაინიზაციას! ვერავინ მოაწყობს რუსთაველზე მაიდანს! ვერავინ მოახერხებს რევოლუციასა და ქვეყნის არევას! სუვერენული საქართველოს მშვიდობიან მომავალს, ყველაზე ძლიერი დამზღვევი ჰყავს და ამიტომაცაა, რომ ბიძინა ივანიშვილს ებრძვის ყველა უსამშობლო, გენმოდიფიცირებული პერსონა თუ პარტია საქართველოში და გლობალური ომის კონგლომერატი საზღვრებს გარეთ! გაინტერესებთ ვინ ირჩევს ევროპას მხოლოდ, ქართული სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით? კარგად დაგვაკვირდით 29 აპრილს!“, – წერს ქადაგიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით