კარგად დაგვაკვირდით 29 აპრილს – ზურაბ ქადაგიძე

გაინტერესებთ, ხელისუფლების ლეგიტიმაციის მასშტაბი? 29 აპრილს დაელოდეთ! „მამული, ენა და სარწმუნოება“, რომელი ტრიადაც ქართულ იდენტობის ქვაკუთხედია და ჭეშმარიტ საქართველოს განასახიერებს, გარედან თავსმოხვეული “ნარატივებით” და პროგრესის სახელით წარმოებული რევიზიით ვერ შეეხებით! – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი სოციალურ ქსელში წერს. ქადაგიძე აღნიშნავს, რომ სუვერენული საქართველოს მშვიდობიან მომავალს, ყველაზე ძლიერი დამზღვევი ჰყავს ს სახით, რომელიც 29 აპრილს „ქართული ოცნების“ საყოველთაო-სახალხო შეკრებას დაესწრება.
„გაინტერესებთ, ხელისუფლების ლეგიტიმაციის მასშტაბი? 29 აპრილს დაელოდეთ! მამული, ენა და სარწმუნოება, რომელი ტრიადაც ქართულ იდენტობის ქვაკუთხედია და ჭეშმარიტ საქართველოს განასახიერებს, გარედან თავსმოხვეული “ნარატივებით” და პროგრესის სახელით წარმოებული რევიზიით ვერ შეეხებით! ვერავინ მოახერხებს საქართველოს უკრაინიზაციას! ვერავინ მოაწყობს რუსთაველზე მაიდანს! ვერავინ მოახერხებს რევოლუციასა და ქვეყნის არევას! სუვერენული საქართველოს მშვიდობიან მომავალს, ყველაზე ძლიერი დამზღვევი ჰყავს და ამიტომაცაა, რომ ბიძინა ივანიშვილს ებრძვის ყველა უსამშობლო, გენმოდიფიცირებული პერსონა თუ პარტია საქართველოში და გლობალური ომის კონგლომერატი საზღვრებს გარეთ! გაინტერესებთ ვინ ირჩევს ევროპას მხოლოდ, ქართული სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით? კარგად დაგვაკვირდით 29 აპრილს!“, – წერს ქადაგიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

თუ თსუ-ში 2-3 ათასია A კატეგორიის პროფესორების ანაზღაურება, ეს ანაზღაურება უნდა იყოს მინიმუმ 10 ათასი ლარი იმისათვის, რომ სტიმული ჰქონდეს პროფესორს, იმუშაოს უნივერსიტეტში სრულ განაკვეთზე და საკუთარი თავი მიუძღვნას ბოლომდე სწავლებას და ასევე -კვლევას

განისაზღვრება კვოტები, რომლებიც გადანაწილდება უნივერსიტეტებზე და დაფინანსებას მიიღებენ კონკრეტული უნივერსიტეტები, მათ შორის, გეოგრაფიული განაწილების გათვალისწინებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში იქნება უზრუნველყოფილი სრულიად თანამედროვე, გამართული ინფრასტრუქტურა

აქტიურად ვმუშაობთ სახელმძღვანელოების დახვეწაზე სკოლების დონეზეც, რათა მივიღოთ ახალი, ბევრად უფრო დახვეწილი სახელმძღვანელოები, რომლებიც იქნება დაფუძნებული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტზე