კარასინი: “რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს აქტივიზაციის ტენდენცია აქვს”

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს აქტივიზაციის ტენდენცია აქვს, ამის შესახებ ს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “ტასსთან” ინტერვიუში განაცხადა ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა.
მისი სიტყვებით, ბოლო წლებში საქართველოს პოლიტიკური ელიტა და პოლიტიკური ხელმძღვანელობა „შესამჩნევად გაიზარდა“.
„საქართველო სავსეა პასუხისმგებლობიანი მიდგომებით. მას აღარ სურს სხვისი ინტერესებისთვის ბრძოლა. ეს რუსეთის საზოგადოებაში მოწონებას იმსახურებს. ნელ-ნელა ლაგდება ტურიზმი, ჩვენთან ქართველი ტურისტების ვიზიტებიც“, – თქვა მან.
კარასინი მიიჩნევს, რომ მოსკოვმა და თბილისმა შესაძლოა კიდევ უფრო გაააქტიურონ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა: „ეს პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ მისი დაჩქარება საჭირო არ არის“.
რუსი პოლიტიკოსის თქმით, „იდეალური იქნებოდა, ახლა გადაწყვეტილიყო დიპლომატიური ურთიერთობების სრული აღდგენის საკითხი“.
„ეს რომ მომავლისთვის გადავდოთ და მანამდე რეალური ურთიერთობები განვავითაროთ – ესეც ხელსაყრელია“, – დაამატა კარასინმა.
მისი სიტყვებით, „თბილისსა და მოსკოვს კარგად ესმით ერთმანეთის“
„მთავარია, ხელს არ უშლიდნენ, რომ იმავე ევროპელებმა, რომლებიც ახლა [ვოლოდიმირ] ზელენსკის ელოლიავებიან და სისულელეების კეთებას აიძულებენ, არ გააფუჭონ ეს ურთიერთობები. ისინი ხომ საქართველოს ხელში ჩაგდებას ცდილობენ”, – თქვა მან.
ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, გრიგორი კარასინი მოლაპარაკებებს მართავდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან. გასულ წელს აბაშიძე ამ თანამდებობაზე გიორგი ქაჯაიამ შეცვალა. მას შემდეგ საქართველოს მთავრობას რუსულ მხარესთან რაიმე კონტაქტის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
თბილისმა არაერთხელ უარყო რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების შესაძლო აღდგენის შესახებ გავრცელებული ხმები, საქართველოს ორი რეგიონის სა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის კონტექსტში.
ფორუმი