Il Mattino-სთან ინტერვიუში ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ განაცხადა, რომ “ბარსელონასთან” ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8-ფინალურ მატჩში “ნაპოლის” გამარჯვების შანსი აქვს და განსაკუთრებულ იმედებს ხვიჩა კვარაცხელიაზე ამყარებს:
“მე გეტყვით, როგორ დაამარცხონ “ბარსელონა”. მას სუსტი ადგილი აქვს, ეს დაცვაა. უნდა შეუტიონ და მათი ნაკლი გამოიყენონ. “ბარსა” ყოველთვის ბევრ მომენტს ქმნის, მაგრამ უკანა ხაზში ცარიელ სივრცეებს ტოვებენ და ნეაპოლელებს ამით სარგებლობა მართებთ.
როგორც იქნა, ვნახე, როგორ თამაშობს კვარაცხელია თავის დონეზე. ის შეიძლება მეტოქისთვის ნომერ პირველი საფრთხე იყოს. ასეთი ინტენსივობითა და სისწრაფით შეუძლია თავი
საუკეთესოდ წარმოაჩინოს. ჩემი აზრით, სურს ლიდერი გახდეს, როგორც გასულ სეზონში.
კალცონა ჭკვიანია და გუნდს თავდაჯერება დაუბრუნა. მან იცოდა ფეხბურთელების სუსტი და ძლიერი მხარეები. ოსიმენს რომელიმე კლუბი ძალიან დიდ ფასად გამოისყიდის. არ მეგულება თავდამსხმელი, რომელიც მას შეცვლის”.