კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე 2 პირი დააკავეს, ერთ-ერთისგან ამოღებულია ცივი იარაღი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 18 აპრილს, კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის დროს დაკავებულია 2 პირი, რომელთაგან ერთ-ერთს ცივი იარაღი ჰქონდა.
“აქციის მიმდინარეობისას პროტესტის გამომხატველთა მხრიდან არაერთხელ განხორციელდა ძალადობრივი ქმედებები. აქციის რამდენიმე მონაწილე არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას გამოეხატათ პროტესტი მშვიდობიან ფორმაში, რის შედეგად ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 2 პირი.
სამართალდამცველებმა ერთ-ერთი დაკავებული პირისგან ცივი იარაღი ამოიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, კიდევ ერთხელ, მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.
თითოეულ არაკანონიერ ქმედებას, დაუყოვნებლივ მოყვება სამართლებრივი რეაგირება.”- ნათქვამია -ს განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გგონიათ, რადგან რუსეთში დადებითად ლაპარაკობენ ამ კანონის თაობაზე, ამიტომ ხელისუფლების მომხრეები არიან? არა, ძაბავენ ვითარებას, რადგან იციან, მათი დადებითი პოზიცია საქართველოს მოსახლეობისთვის მიუღებელია