„კანონპროექტით“ შესაძლებელი გახდება რუსეთის მოქალაქეების მიერ ოკუპირებულ რეგიონში უძრავი ქონების შეძენა“

„დოკუმენტის“ თანახმად, ოკუპირებულ აფხაზეთში, დაახლოებით, 30 000 აპარტამენტი უნდა აშენდეს, რომელთა ფლობის უფლება, მათ შორის „უცხო ქვეყნის მოქალაქეს“ ექნება. „კანონპროექტით“ შესაძლებელი გახდება ს მოქალაქეების მიერ ოკუპირებულ რეგიონში უძრავი ქონების შეძენა“, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2023 წლის ანგარიშშია საუბარი. საქმე ეხება ე.წ კანონპროექტს, რომელიც დასამტკიცებლად 2023 წელის ივლისში, ოკუპირებული ს ე.წ პარლამენტში წარადგინეს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში აღსანიშნულია რუსეთსა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის ხელმოწერილი ე.წ შეთანხმებაც, რომელიც ოკუპირებული სოხუმის აეროპორტის აღდგენას ეხება.

ანგარიშის მიხედვით, სოხუმის აეროპორტის აღდგენის საკითხი საოკუპაციო ძალის ანექსიური პოლიტიკის ფარგლებში უნდა იქნეს განხილული. ვინაიდან, მაღალი ალბათობით, აეროპორტის მართვის უფლება დიდწილად რუსეთის ფედერაციის ხელში იქნება. აღნიშნული კი რუსეთისთვის დამატებითი ბერკეტი გახდება რეგიონში მისი პოლიტიკური და ეკონომიკური პოზიციის გაძლიერებისთვის.

„ანექსიის პოლიტიკას ემსახურება ოკუპირებულ აფხაზეთში „აპარტ-ოტელებისა და აპარტამენტების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ“, ე.წ კანონპროექტის შემუშავება, რომელიც დასამტკიცებლად 2023 წლის ივლისში ე.წ პარლამენტში წარადგინეს. „დოკუმენტის“ თანახმად, ოკუპირებულ აფხაზეთში, დაახლოებით, 30 000 აპარტამენტი უნდა აშენდეს, რომელთა ფლობის უფლება, მათ შრის „უცხო ქვეყნის მოქალაქეს“ ექნება.

„კანონპროექტი“ ანექსიური პოლიტიკის ინსტრუმენტია, ვინაიდან ხსენებულით, შესაძლებელი გახდება რუსეთის მოქალაქეების მიერ ოკუპირებულ რეგიონში უძრავი ქონების შეძენა და მნიშვნელოვანი დემოგრაფიული დისბალანსის შექმნა“,- ნათქვამია ანგარიშში.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ