კანონპროექტზე ისტერია გრძელდება – არასამთავრობოებმა ამჯერად დევიდ კრამერი გამოაგორეს, რომელიც ამერიკის მთავრობას საქართველოსთვის სანქციის დაწესებისკენ მოუწოდებს

კანონპროექტზე ისტერია გრძელდება – არასამთავრობოებმა ამჯერად დევიდ კრამერი გამოაგორეს, რომელიც ამერიკის მთავრობას საქართველოსთვის სანქციის დაწესებისკენ მოუწოდებს
უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო სექტორისა და ცალკეული მედიასაშუალებების ისტერიული კამპანია გრძელდება, რომელიც უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის კანონპროექტს ეხება.
ფეისბუქ სივრცეში აქტიურად იბლოკება ხელისუფლების მიერ განმარტებული ინფორმაცია კანონპროექტთან დაკავშირებით, სამაგიეროდ, აქტიურად ვრცელდება მხოლოდ მათი მოსაზრებები და პოზიციები.
უცხოური დაფინანსებით მომუშავე მედიები დასპონსორებულ პოსტებს ავრცელებენ, თითქოს კანონის მიღებით საქართველო დაკარგავს კანდიდატის სტატუსს, რომ საქართველოს უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მაგრამ რომელ უსაფრთხოებაზეა საუბარი, ამაზე არავინ ლაპარაკობს, რადგან საქართველო არ არის ალიანსის წევრი ქვეყანა, შესაბამისად, მას რომც დაემუქროს საფრთხე, ნატო ჩვენ დასაცავად ვერაფერს გააკეთებს.
კანონპროექტზე კომენტარი გააკეთებინეს დევიდ კრამერს, რომელიც 2008-09 წლებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის რიგითი თანაშემწის თანამდებობას იკავებდა.
კრამერმა თქვა, რომ კანონპროექტის მიღებით საქართველომ ამერიკას სილა გააწნა და იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო საზოგადოებას ამაზე ძლიერი უკურეაქცია ექნება.
კრამერი ამერიკის მთავრობას პირდაპირი და სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებს, რაც თავდაპირველად კანონპროექტის დაგმობას, ხოლო მეორე შემთხვევაში მეტი სანქციების დაწესებას გულისხმობს.
Next: როგორც გამჭვირვალობის კანონზე გამოელიათ “არგუმენტები” და ფბ-სტატუსების დაბლოკვაზე გადავიდნენ, ასე იქნება სულ, იმიტომ რომ სიცრუეზე აგებულ თემებს განხორციელება არ უწერია

ასევე დაგაინტერესებთ

“თუ იმედი აქვთ, რომ არჩევნების გზით შეუძლიათ ცვლილების მიღწევა, რატომ უპირისპირდებიან ასე „გამჭვირვალობის კანონს“? არჩევნებში წარმატების შემთხვევაში, შეუძლიათ თავისუფლად გააუქმონ ან შეცვალონ” – არჩილ თალაკვაძის კომენტარი ოპოზიციის შესახებ

“ეს კანონმდებლობა ემსახურება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებას და იცავს ჩვენს დემოკრატიას და პოლიტიკურ სისტემას ნებისმიერი გარე ჩარევისგან” – არჩილ თალაკვაძის განცხადება

ფოჩხუა: მაშინ როცა, ევროპაში და ამერიკაში მჯდომარე მომიტინგეებსაც კი სასტიკად უსწორდება პოლიცია, იტალიის ვიცე-პრემიერი გმობს საქართველოში ძალადობას დემონსტრანტების მისამართით-სასაცილოა