კანონი რუსებისთვის? (ვიდეო)

იქცევა თუ არა ახალი კანონმდებლობა რუსეთის მოქალაქეებისთვის საშუალებად, რომ საქართველოში ცხოვრების გრძელვადიანი უფლება მიიღონ? “ოცნების” პარლამენტი ემზადება, რომ აიტი სექტორში დასაქმებულებს ბინადრობის მიღება გაუმარტივოს.

საქართველოში აიტი კომპანიების 56%  რუსულია, ამიტომ, ჩნდება კითხვა, თუ არა რუსებისთვის საქმის გამარტივება, რაში სჭირდებათ ახალი კანონი? IDF-მ შეისწავლა მონაცემები, რომელიც ეკონომიკაზე აიტი სფეროს გავლენას ასახავს.