კანონი, რომლის ერთ–ერთი ინსპირატორი ბაჩიაშვილია – მდინარაძე

“ქართული ოცნების” ახალი კანონის მიხედვით, ფინანსური დანაშაულისთვის გასამართლებული პირი სასჯელის მოხდის შემდეგაც ქვეყანას ვერ დატოვებს, ვიდრე დაზარალებულს ზიანს არ აუნაზღაურებს.
ეს ინიციატივა პარლამენტში უკვე შევიდა განხილვაზე. “ქართული ოცნება” არ მალავს, რომ კანონს, მათ შორის ბაჩიაშვილის გამო ცვლიან.
:
“იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ჩაიდენს ფინანსურ დანაშაულს, ეკონოიკურ დანაშაულს და მიაყენებს კონკრეტულ მეორე ადამიანს ზიანს, ამ მეორე ადამიანის ზიანის ანაზღაურების გამარტივების მიზნით მარტივდება დამნაშავისგან და მისი ოჯახის წევრებისგან, ასევე დაკავშირებული პირებისგან, ქონების, თანხის ამოღება. პროკურორი მიმართავს სასამართლოს და სასამართლოს შეუძლია გარკვეული ვადით შეუზღუდოს პირს ქვეყნის დატოვება. 6 წლით, 12 წლით და 16 წლით აეკრძალება შესაბამისი ელექტორნული საშუალების და მოწყობილობის გამოყენებით და ამის უზრუნველყოფით აეკრძალება პირს ქვეყნის დატოვება, ვიდრე არ აანაზღაურებს დაზარალებულის ზიანს. მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დიახ, ამ თემის ერთ-ერთი ინსპირატორი შეიძლება ბაჩიაშვილიც იყოს, მაგრამ სხვა უამრავი მათ შორის, ბაჩიაშვილი იქნება თუ სხვა მსგავსი ყველა დანაშაულის ჩამდენი პირი ვერ შეძლებს ასე მარტივად დაუსხლტეს სახელწმიფოს და მართლმსაჯულებას, ვიდრე დაზარალებულის ზიანს არ აანაზღაურებს”.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია