კანდიდატის სტატუსი არის გამარჯვება ქართველი ხალხის და, მათთან ერთად, ხელისუფლების, საქართველო აგრძელებს ღირსეულად სვლას ევროპული ინტეგრაციის გზაზე – ლევან დავითაშვილი

კანდიდატის სტატუსი არის გამარჯვება ქართველი ხალხის და, მათთან ერთად, ხელისუფლების, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
დავითაშვილის თქმით, საქართველო აგრძელებს ღირსეულად სვლას ინტეგრაციის გზაზე.
„კანდიდატის სტატუსი არის გამარჯვება ქართველი ხალხის და, მასთან ერთად, ჩვენი ხელისუფლების. რამდენადაც არ უნდა მოხდეს ნიველირება დამსახურების, რომელიც ხელისუფლებას და ხელისუფლების საგარეო პოლიტიკურ ჯგუფს აქვს, ფაქტები ერთ რამეზე მეტყველებს. საქართველომ შეძლო კანდიდატის სტატუსის მიღება ღირსეულად და აგრძელებს ღირსეულად სვლას ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩვენ გვაქვს მეტი დაახლოება ევროკავშირთან და პირველად გაჩნდა რეალური შანსი საქართველოს ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისა. რა თქმა უნდა, ევროკავშირში საბოლოო გაწევრიანება მიზანმიმართულ, კონსოლიდირებულ, ბევრ სამუშაოს მოითხოვს, თუმცა დარწმუნებული ვარ, ამას ისევე შევძლებთ, როგორც შევძელით ვიზალიბერალიზაცია ევროკავშირთან, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიღწევა, ასოცირების ფარგლებში უამრავი რეფორმის წარმატებით წარმართვა, კანდიდატის სტატუსის მიღება და მალე დავიწყებთ მოლაპარაკებებს გაწევრიანებაზე. ეს პროცესი თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატი დავით ერემეიშვილი: ვიცი ყველა უბნის პრობლემა, ბოლო წლების განმავლობაში განახლებულია 8 სპორტული დარბაზი, სპორტული მოედანი მოეწყობა თითქმის ყველა უბანში, ასევე, დასრულებულია ტენდერი, რომელშიც გათვალისწინებულია 30-მდე რეკრეაციული სივრცე

ხელი მოეწერა განკარგულებებს, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე ათეული საფეხბურთო ცენტრის შექმნას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეს არის ინვესტიცია არა მხოლოდ მაღალი მიღწევების სპორტში, ეს არის ინვესტიცია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი პაატა ჩადუნელი: მზად ვარ, რომ ხაშურისთვის მაქსიმალური გავაკეთო – ჩვენი გუნდი გააგრძელებს იმ პროექტებს, რომლებიც შექმნის გამართულ ინფრასტრუქტურას მუნიციპალიტეტში