კანდელაკს “მართლმადიდებლური ტრადიციების გამარჯვება” უხარია, დუგინი ქართველ ემიგრანტებს “მოღალატეებს” ეძახის

რუ­სუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრი აქ­ტი­უ­რად ეხ­მა­უ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მარ­თულ არ­ჩევ­ნებს. მათი პო­ზი­ცი­ე­ბი ძი­რი­თა­დად და­სავ­ლუ­რი გავ­ლე­ნე­ბის კრი­ტი­კი­თა და სა­ქარ­თვე­ლოს მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის,“ მხარ­და­ჭე­რით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის საბ­ჭოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი გრი­გო­რი კა­რა­სი­ნი პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს აკ­რი­ტი­კებს. მისი თქმით, ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის სა­მო­მავ­ლო კურ­სი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა ქვეყ­ნის შიდა სტა­ბი­ლუ­რო­ბის­თვის.

“და­სავ­ლე­თის გეგ­მა ოპო­ზი­ცი­ის მხარ­და­ჭე­რით სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­ჟი­მის შეც­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩა­ი­შა­ლა“, – გა­ნა­ცხა­და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის საბ­ჭოს სა­ინ­ფორ­მა­ციო პო­ლი­ტი­კის კო­მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა ალექ­სეი პუშ­კოვ­მა.

სხვა ცნო­ბილ­მა პუ­ტი­ნის­ტებ­მა, მათ შო­რის მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ან­მა, ლე­ო­ნიდ სლუც­კიმ და ალექ­სან­დრე დუ­გინ­მა, ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნეს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს არ­ჩე­ვა­ნი მი­უ­თი­თებს ეროვ­ნულ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­სა და ტრა­დი­ცი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა­ზე, რაც მათი აზ­რით და­სავ­ლე­თის გავ­ლე­ნის მი­მართ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის ნა­წი­ლია.

კრემ­ლის პრო­პა­გან­დის­ტი თინა კან­დე­ლა­კი წერს, რომ სა­ქარ­თვე­ლო მისი მე­ო­რე სამ­შობ­ლოა და “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გა­მარ­ჯვე­ბა მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბის გა­მარ­ჯვე­ბაა.

“ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ზე იშ­ვი­ა­თად ვწერ ერთი მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გამო. ჩემს მე­ო­რე სამ­შობ­ლო­ში პო­ლი­ტი­კის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბა გავ­ლე­ნას ახ­დენს მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე. და, რად­გან მე ამ პრო­ცე­სებ­ში პო­ლი­ტი­კო­სის რან­გში არ ვმო­ნა­წი­ლე­ობ, ჩვე­უ­ლებ­რივ, ვჩუმ­დე­ბი.

მაგ­რამ დღეს მარ­თლაც შე­უძ­ლე­ბე­ლი მოხ­და. დღეს სა­ქარ­თვე­ლომ აჩ­ვე­ნა, რომ ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ზომ­ბი­რე­ბამ არ გა­ა­მარ­თლა. ქვეყ­ნის კულ­ტუ­რულ კოდი და მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი არ შე­იძ­ლე­ბა უბ­რა­ლოდ ასე გაქ­რეს, ჯა­დოს­ნუ­რი ჯო­ხის მუ­ქა­რით. “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გა­მარ­ჯვე­ბა მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და უძ­ვე­ლე­სი ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის გა­მარ­ჯვე­ბაა იმ და­სავ­ლუ­რი, სრუ­ლი­ად უცხო კო­ლო­ნი­ა­ლუ­რი სუ­რო­გა­ტის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლი­თაც ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გა­მოკ­ვე­ბას ამ­დენ ხანს ცდი­ლობ­დნენ.

გულ­წრფე­ლად ვუ­ლო­ცავ “ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ დამ­სა­ხუ­რე­ბულ შე­სა­ნიშ­ნავ შე­დეგს. სა­ქარ­თვე­ლოს გა­უ­მარ­ჯოს! ეს დიდი გა­მარ­ჯვე­ბაა!”

ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის კი­დევ ერ­თმა პრო­პა­გან­დის­ტმა და კრემ­ლის ერთ-ერ­თმა მთა­ვარ­მა იდე­ო­ლოგ­მა ალექ­სან­დრე დუ­გინ­მა ამ­ჯე­რად ემიგ­რანტ ქარ­თველ ამომ­რჩევ­ლებს, რომ­ლებ­მაც ხმა ოპო­ზი­ცი­ას მის­ცეს, მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი უწო­და.

“თუ ქარ­თვე­ლი ხარ, ცხოვ­რობ და ხმას აძ­ლევ სა­ქარ­თვე­ლო­ში და სა­ქარ­თვე­ლოს. და თუ არ ხარ სა­ქარ­თვე­ლო­ში და ხმას აძ­ლევ იმას, რომ სა­ქარ­თვე­ლომ აღარ იარ­სე­ბოს, რა­ნა­ი­რი ქარ­თვე­ლი ხარ? შენ მო­ღა­ლა­ტე ხარ. ჩემი ნება რომ იყოს, უცხო­ე­თის ხმე­ბი­დან მხო­ლოდ 13% ჩა­ვუთ­ვლი­დი ქარ­თულ ოც­ნე­ბას და სხვა ხმებს სა­ერ­თოდ არ გა­ვა­ბა­თი­ლებ­დი.

ხმის მი­ცე­მას ცოდ­ნა უნდა. ასე­ვე უნდა იყო იმის ღირ­სი, რომ ხმა მის­ცე. მა­გა­ლი­თის­თვის, რუ­სეთ­ში (და ახლა უკვე სა­ქარ­თვე­ლო­შიც) აკ­რძა­ლუ­ლი LGBT-ს მხარ­დამ­ჭე­რია, ეს ავ­ტო­მა­ტუ­რად ნიშ­ნავს, რომ ის გა­დაგ­ვა­რე­ბუ­ლი, გარ­ყვნი­ლი და დე­ბი­ლია. არ შე­იძ­ლე­ბა ასეთ ასო­ცი­ა­ლურ ადა­მი­ანს ანდო სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­მე.

თავ­და­პირ­ვე­ლად ამომ­რჩე­ველ­მა უნდა გა­ი­ა­როს ფე­ის­კონ­ტრო­ლი, OSINT – ის (ღია წყა­რო­ე­ბის დაზ­ვერ­ვა) პრო­ცე­დუ­რა და მხო­ლოდ შემ­დეგ უნდა მის­ცეს ხმა, ისიც მხო­ლოდ “ქარ­თულ ოც­ნე­ბას” ან რამე უკე­თესს, პრო­ქარ­თულ­სა და სა­ფუძ­ვლი­ანს”.

ცნო­ბი­ლი რუსი პრო­პა­გან­დის­ტი მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ა­ნი “ტე­ლეგ­რამ­ში” გა­მო­ეხ­მა­უ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს: “ქარ­თვე­ლებ­მა გა­ი­მარ­ჯვეს. ყო­ჩაღ!“

ვრცლად