კანადის პრემიერ-მინისტრი – დონალდ ტრამპი კანადის ანექსიით დაინტერესებული აღარ არის

დონალდ ტრამპი კანადის ანექსიით დაინტერესებული აღარ არის, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ ჰააგაში, CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, კვლავ სურს თუ არა, -ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს კანადის ანექსია და მისი აშშ-ის 51-ე შტატად გადაქცევა, კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ უპასუხა, რომ „არა, მას ეს არ სურს“.
„ის კანადით მოხიბლულია. ვფიქრობ, სამართლიანი იქნება იმის თქმა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მას კანადა სურდა“, – განაცხადა მარკ კარნიმ.
ამასთან, მისი თქმით, ს დამსახურებაა, რომ ნატო-ს წევრები, მათ შორის კანადა, თავდაცვის ხარჯებს ზრდიან.
„ჩვენ ახლა ნატო-ს სამიტზე ვიმყოფებით. ის ორიენტირებულია იმაზე, რომ ალიანსის ყველა წევრმა, მათ შორის კანადამ, თავისი წილი დახარჯოს. ვფიქრობ, ჩვენ ახლა სწორედ ამას ვაკეთებთ“, – აღნიშნა კანადის პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიების მიერ სრულად აიკრძალება, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტი და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება