კანადის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტრამპის მიერ 25%-იანი ტარიფების დაწესებას პირდაპირ თავდასხმას უწოდებს და საპასუხო ზომების მიღებას არ გამორიცხავს

კანადის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტრამპის მიერ 25%-იანი ტარიფების დაწესებას პირდაპირ თავდასხმას უწოდებს და საპასუხო ზომების მიღებას არ გამორიცხავს
-ის პრეზიდენტის მიერ ახალი, 25%-იანი ტარიფების დაწესებას კანადის პრემიერ-მინისტრი პირდაპირ თავდასხმას უწოდებს. მარკ კარნის თქმით, ტრამპის ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება შეთანხმებას -ს, კანადასა და მექსიკას შორის.
პრემიერის თქმით, კანადა საპასუხო ზომების მიღებას არ გამორიცხავს.
„ჩვენ დავიცავთ ჩვენს კომპანიებს, ჩვენს ქვეყანას და დავიცავთ მას ერთად. ჩვენ შევქმენით მექანიზმები, რათა საჭიროების შემთხვევაში დავაწესოთ საპასუხო საბაჟო გადასახადი. ამ მხრივ ბევრი რამ უნდა იყოს გათვალისწინებული“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა.
კარნის თქმით, არ იქნებოდა ურიგო თუ მასა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართებოდა და არ გამორიცხავს, რომ ეს მალე შედგება.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის პრეზიდენტი ახალ, 25%-იან ტარიფები აწესებს იმ მანქანებზე, რომლებიც აშშ-ში არ არის დამზადებული. ტრამპმა განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა და ის ძალაში 2 აპრილიდან შევა. აშშ-ის პრეზიდენტმა დააკონკრეტა, რომ ტარიფები შეეხება იმ ავტომობილებსაც, რომლის ნაწილებიც ამერიკაშია დამზადებული, თუმცა აწყობილია სხვა ქვეყანაში.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…