კანადის პრემიერ-მინისტრი და -ის პრეზიდენტი უახლოეს დღეებში ტარიფებთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარს გამართავენ

კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი და -ის პრეზიდენტი უახლოეს დღეებში სატელეფონო საუბარს გამართავენ. ამის შესახებ „სიბიეს ნიუსის“ ეთერში კანადასა და აშშ-ს შორის ვაჭრობის საკითხებში მინისტრმა, დომინიკ ლებლანკმა განაცხადა.
ლებლანკის ინფორმაციით, საუბარი ტარიფებს შეეხება.
„ველოდები, რომ პრემიერ-მინისტრი უახლოეს დღეებში პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს გამართავს“, – აღნიშნა მინისტრმა.
მან ასევე განაცხადა, რომ არსებობს შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა, რომელიც შეამცირებს ტარიფების ნაწილს.
„ჩვენი მოლაპარაკებების შედეგები გამამხნევებელია, თუმცა ჯერ არ ვართ იქ, სადაც საჭიროა, ვიყოთ შეთანხმების მისაღწევად, რომელიც ორივე ქვეყნის ეკონომიკისთვის სასარგებლო იქნება“, – განაცხადა ლებლანკმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ