კანადის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ჯასტინ ტრუდოს მარკ ქარნი შეცვლის

კანადის მმართველი ლიბერალური პარტიის ახალ თავმჯდომარედ აირჩიეს მარკ ქარნი, რომელიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ჯასტინ ტრუდოს შეცვლის. ტრუდომ 2025 წლის იანვარში განაცხადა, რომ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.
მარკ ქარნი, რომელსაც 16 მარტს 60 წელი უსრულდება, კანადის ბანკის ყოფილი მმართველია. ქარნი კანადის გარდა, დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის მოქალაქეა.
ლიბერალური პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში, რომელიც 9 მარტს ჩატარდა, მარკ ქარნიმ ხმების 85%-ით გაიმარჯვა. არჩევნებში კიდევ ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა.
კანადის ლიბერალურ პარტიას მარკ ქარნის თავმჯდომარეობით მოუწევს ბრძოლა საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც წელს ჩატარდება.
ქარნის, როგორც პრემიერ-მინისტრს მოუწევს რთული მოლაპარაკებებიც კანადის ტრადიციულ მოკავშირე და მეგობარ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელთანაც ურთიერთობა დაიძაბა პრეზიდენტად ს მეორე ვადით არჩევის შემდეგ.
ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ კანადა -ის შემადგენლობაში უნდა იყოს და პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო არაერთხელ მოიხსენია „გუბერნატორად“. პრეზიდენტმა ტრამპმა გადაწყვიტა კანადასთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი შეცვალოს 25%-იანი საბაჟო გადასახადებით. ტარიფების ამოქმედება აპრილამდეა გადადებული.
9 მარტს, კანადის ლიბერალური პარტიის თავმჯდომარის ს შემდეგ მარკ ქარნიმ დონალდ ტრამპი დაადანაშაულა კანადის მიტაცების მცდელობაში და განაცხადა, რომ ამას არ დაუშვებენ. ქარნის თქმით, ამერიკელებს სჭირდებათ კანადის რესურსები, წყალი, მიწა და ქვეყანა, მაგრამ კანადა არასდროს არანაირი სახით და ფორმით არ იქნება აშშ-ის ნაწილი.
ლიბერალური პარტიის ყრილობაზე გამოსვლისას ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ კანადა აშშ-ის მხრიდან ეგსიტენციალური გამოწვევების წინაშეა. ტრუდომ ისიც თქვა, რომ ამაყობს შედეგებით, რომლებსაც მისი 10-წლიანი პრემიერობის პერიოდში მიაღწიეს. ჯასტინ ტრუდო კანადის პრემიერ-მინისტრი გახდა 2015 წლის ნოემბერში. ის რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერიცაა.
ჯასტონ ტრუდომ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო ბოლო ათწლეულების განმავლობაში ლიბერალური პარტიის ყველაზე დაბალი რეიტინგის ფონზე. მედიით გავრცელებული ცნობებით, თანაპარტიელების დიდი ნაწილი აღარ აპირებდა თავმჯდომარედ ისევ ტრუდოს არჩევას.