კანადის პრემიერი მარკ კარნი სამშაბათს თეთრ სახლში ტრამპს შეხვდება

კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ პარასკევს განაცხადა, რომ სამშაბათს თეთრ სახლში -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეწვევა. ეს მაღალი ფსონების მქონე შეხვედრა ტრამპის სავაჭრო ომებისა და კანადის ანექსიის მუქარის ფონზე იმართება.
კარნის ლიბერალურმა პარტიამ შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა არჩევნებში, სადაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ტრამპის ფაქტორმა, რომელმაც კანადას სავაჭრო ომი გამოუცხადა და მისი სუვერენიტეტი არაერთხელ დააყენა ეჭვქვეშ.
„ჩვენ ვხვდებით, როგორც მთავრობის მეთაურები“, – თქვა კარნიმ. „თავს ვერ მოვიკატუნებ, რომ ეს იოლი დისკუსიები იქნება“.
ს ღამის შემდეგ გაკეთებულ თავის ერთ-ერთ პირველ კომენტარში კარნიმ თქვა, რომ კანადელებმა ახალი მთავრობა აირჩიეს, რომელიც ტრამპს დაუპირისპირდება და ძლიერ ეკონომიკას ააშენებს.
„ჩვენ ახლა ვუმკლავდებით კრიზისს, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ ხდება. ახლა დროა გავერთიანდეთ და დიდი გამარჯვება მოვიპოვოთ“, – თქვა კარნიმ და დასძინა. „ახლა დროა ვიყოთ ამბიციურები, გაბედულება და ეს კრიზისი იმ უზარმაზარი პოზიტიური ძალით გადავლახოთ, რასაც კანადა წარმოადგენს“.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – საქართველო ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანაცხოვრების ფორმულას და ყოველთვის გამოთქვამს მზადყოფნას, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობის პროცესში

გამოძიების თანახმად, ძმები გიორგი და დავით მიქაძეები ლევან ჯანგველაძესთან ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე იყვნენ დაპირისპირებულები და მისი შეკვეთით მკვლელობის ორგანიზება მოახდინეს

მთავრობის ადმინისტრაცია – საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიში განიხილეს