კანადის პრემიერი აშშ-ში იმპორტირებულ ავტომობილებზე ტარიფების დაწესებაზე – ეს არის პირდაპირი თავდასხმა, ჩვენ ამას მალე ვუპასუხებთ

კანადა მალე უპასუხებს -ის პრეზიდენტ ს მიერ იმპორტირებულ ავტომობილებზე გამოცხადებულ ახალ ტარიფებს, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა.
მისი თქმით ტრამპის ნაბიჯი „პირდაპირი თავდასხმაა“. ის დღეს მინისტრთა კაბინეტის სხდომის მოწვევას გეგმავს, რათა რეაგირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღონ.
”ჩვენ დავიცავთ ჩვენს მუშახელს, ჩვენ დავიცავთ ჩვენს კომპანიებს, ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას და დავიცავთ მას ერთად”, – აღნიშნა კარნიმ.
კითხვაზე, როდის მოახდენს კანადა რეაგირებას, პრემიერმა უპასუხა: “ეს მალე მოხდება. ჩვენ გვაქვს ვარიანტები. შესაძლოა, დავაწესოთ საპასუხო ტარიფები“.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ ავტომობილებსა და ავტომობილების ნაწილებზე 25%-იანი ტარიფების დაწესება გამოაცხადა. ტრამპის თქმით, ახალი ტარიფები ძალაში 2 აპრილს შევა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: 31 მარტს ჩვენ გვიწევს იმის დაცვა, რაც 1991 წელს 31 მარტს გადაწყვიტეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებულ რეფერენდუმში საქართველოს მოქალაქეებმა – ჩვენ გვიწევს საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა