კანადა ს 1,3 მლრდ კანადური დოლარის დახმარებას აღმოუჩენს

კანადა უკრაინისთვის 1,3 მლრდ. კანადური დოლარის (869 მლნ ევრო) სამხედრო დახმარების აღმოჩენას გეგმავს. დახმარება 2023-2026 წლებში განხორციელდება. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
ჩამოთვლილი თანხიდან 816 მლნ. კანადური დოლარი 2023-2024 წლებში იქნება დახარჯული, ხოლო დანარჩენი – 2026 წლამდე პერიოდში.
2022 წლიდან კანადამ ს სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარება გაუწია, რომლის ოდენობა 9,8 მლრდ კანადური დოლარია. ასევე კანადამ რუსეთს სანქციები დაუწესა და ევროპაში ჯარისკაცები გააგზავნა უკრაინელი სამხედროების მოსამზადებლად.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძემ და ირაკლი ლექვინაძემ, დაინტერესებულ პირებთან და სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ჯანდაცვის სექტორში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმდინარე პრაქტიკა და გამოწვევები განიხილეს