კანადა უკრაინას ნავებს გადასცემს და უკრაინელი მფრინავების F-16-ებზე წვრთნებს შეუერთდება

კანადის თავდაცვის მინისტრმა, ბილ ბლერმა უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის მე-18 შეხვედრაზე სთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაახლოებით 15 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს კომპანია Zodiac Hurricane Technologies-ის 10 გასაბერ ნავს. ეს ნავები ს დაეხმარება სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში, ჯარისკაცების და ტვირთების ტრანსპორტირებაში და თვალთვალისა და დაზვერვის განხორციელებაში.
თითოეული ნავი აღჭურვილი იქნება სენსორებით, სანავიგაციო და საკომუნიკაციო სისტემებით. გარდა ამისა, კანადა ამ ნავებზე უკრაინელი სამხედროების მომზადებას უზრუნველყოფს. მოსალოდნელია, რომ უკრაინა ნავებს 2024 წლის გაზაფხულის ბოლომდე მიიღებს.
ამასთან, „რამშტაინის“ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ 2024 წლის თებერვლიდან კანადა, როგორც F-16 კოალიციის ნაწილი, უკრაინელი მფრინავების მომზადების პროცესში ჩაერთვება.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრა 23 იანვარს, ონლაინ რეჟიმში გაიმართა და კიევის გრძელვადიან საჭიროებებზე იყო ორიენტირებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია: მინდა რომ მოვუწოდო ყველას ოპოზიციაში – დღეს არის ერთიანობის, ართანამშრომლობის, არაღიარების, ერთად ბრძოლის დრო. ერთადერთი რისიც რეჟიმს ეშინია, ეს არის პრინციპულობა და ერთად დგომა

მარკო რუბიო ჰორმუზის სრუტის დახურვის გეგმაზე – მოვუწოდებ ჩინეთს, დაუკავშირდნენ ირანს ამასთან დაკავშირებით, რადგან ისინი მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებულები ჰორმუზის სრუტეზე ნავთობის კუთხით

თეა წულუკიანი – დამრჩენია განცდა, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო „ნაცმოძრაობა“ და ჩემს მაგივრად მაგიდასთან მჯდარიყო მწვალებელი ზურა ადეიშვილი, შესაძლოა, უფრო მალე მიეცათ უვიზო რეჟიმი და არ ეკითხათ, ციხეში, რა ხდება