“კანადა გადააფასებს ურთიერთობას საქართველოს ხელმძღვანელობასთან” – კანადის განცხადება არჩევნების შესახებ

დღეს Global Affairs Canada-მ შემდეგი განცხადება გაავრცელა საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით:

“როგორც საქართველოს მეგობარი, პარტნიორი და დიდი ხნის მხარდამჭერი, კანადა აღნიშნავს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს, როგორც ეს ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არის გამოცხადებული.

თუმცა, კანადა შეშფოთებულია ამომრჩეველთა დაშინების, ხმების მოსყიდვისა და სხვა დარღვევებით, რომლებიც მოხსენებულია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) და სხვა მიუკერძოებელი დამკვირვებლების მიერ. ეს უნდა იქნას გამოძიებული და მოგვარებული. კანადას მტკიცედ სჯერა, რომ თავისუფალი, სამართლიანი და დამოუკიდებელი არის დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედი.

ჩვენს G7-თან და ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით და ამ არჩევნების ჩატარებისა და შედეგების გათვალისწინებით, კანადა გადააფასებს ურთიერთობას საქართველოს ხელმძღვანელობასთან. კანადა ღიაა საქართველოსთან თანამშრომლობისთვის, მანამ, სანამ საქართველოს ხელმძღვანელობა პატივს სცემს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას და განიხილავს ბოლოდროინდელ დემოკრატიულ უკანდახევას.

მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ ყველა მხარეს და საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს პირთა უფლებებსა და უსაფრთხოებას მშვიდობიანი საპროტესტო აქციების კონტექსტში.

ჩვენ ვაფასებთ ქართველებს საარჩევნო პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის, მათ შორის, როგორც ამომრჩევლების, უბნის თანამშრომლებისა და მოქალაქე დამკვირვებლების სახით” – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა