კანადაში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა, ევაკუირებულია 1 000-ზე მეტი ადამიანი

კანადის ცენტრალურ ნაწილში მასშტაბურ ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მედიის ინფორმაციით, გარდაცვალების შემთხვევები მანიტობას პროვინციაში მდებარე ლაკ-დიუ-ბონეს თემში დაფიქსირდა.
ხანძრის გამო თემიდან 1 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული.
ხელისუფლების ცნობით, ამჟამად კანადაში ხანძრის 92 აქტიური კერაა, მათ შორის ბრიტანეთის კოლუმბიაში, ალბერტაში, სასკაჩევანში, მანიტობასა და ონტარიოში. მანიტობაში ხანძრის 24 აქტიური კერაა, რომელთაგან ხუთი უკონტროლოა.