კანადამ უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან 1.7 მილიარდი დოლარი გადასცა

კანადამ უკრაინას, „დიდი შვიდეულის“ ინიციატივის ფარგლებში, გაყინული რუსული აქტივებიდან დაახლოებით 1.7 მილიარდი დოლარი გადასცა, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
პრემიერის ინფორმაციით, უკრაინამ კანადისგან, ERA ინიციატივის ფარგლებში, დაახლოებით 1.7 მილიარდი დოლარი (2.3 მილიარდი კანადური დოლარი) მიიღო, რაც დასავლეთში გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებით არის უზრუნველყოფილი.
შმიგალის განცხადებით, ამ ტრანშთან ერთად, უკრაინამ, წლის დასაწყისიდან, რუსეთის ფედერაციის გატინული აქტივებიდან უკვე მიიღო დაახლოებით 17.6 მილიარდი დოლარი.
„მადლობელი ვარ კანადის, პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის და ამ პროგრამაში ჩართული ყველა ადამიანის. ჩვენ მოვითხოვთ გაყინული რუსული სახსრების სრულ კონფისკაციას. ისინი საჭიროა აგრესიის მსხვერპლთათვის კომპენსაციის გადასახდელად და ჩვენი სახელმწიფოს აღსადგენად. ეს ასევე იქნება სამართლიანობის აქტი მომავალში აგრესიული ომების თავიდან ასაცილებლად“, – წერს დენის შმიგალი.

ასევე დაგაინტერესებთ

სანდრო ბრეგაძე: ტ ა ძ ა რ ი არ არის არც მინისტრის არც დეპუტატის და არც რომელიმე მოკვდავის (თუნდაც სასულიერო პირის სახლი) – ტ ა ძ ა რ ი უფლის სახლია და უფალი სამთავრობო დაცვის საშვებს არ გასცემს