კანადამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ განაცხადა, რომ ქვეყანამ რუსი ფიზიკური პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც დეზინფორმაციასა და პროპაგანდისტულ ოპერაციებში არიან ჩართულები, ახალი სანქციები დააწესა.
როგორც ცნობილია, სასანქციო სია ასევე რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ორგანიზაციებს მოიცავს, რომლებიც რუსეთს, ომის მცდელობების მხარდასაჭერად, ძირითად ტექნოლოგიასა და ელექტრო კომპონენტებს აწვდიან.
გარდა ამისა, სამიზნეს ის ორგანიზაციები წარმოადგენს, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში არიან ჩართულები.
“გამოცხადებული ზომები უკრაინისადმი კანადის გრძელვადიან მხარდაჭერას შეესაბამება და მიზნად ისახავს, შეაფერხოს რუსეთის შესაძლებლობა, აწარმოოს უკანონო ომი”, – აღნიშნულია კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უკრაინაში რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, კანადამ რუსეთს სანქციები 2022 წლის თებერვალშიც დაუწესა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლელა ჯეჯელავა – ვერავინ დამარწმუნებს, რომ მიტროპოლიტმა შიომ თავად გადაწყვიტა, სიყრმის მეგობარი, გიორგი მარგველაშვილი სამების ტაძარში არ ყოფილიყო – პარტიულ დაკრძალვად აქციეს ამხელა მოვლენა, რაც „ქართული ოცნების“ გაჭირვებაზე მიანიშნებს

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე – აშშ-სთან არანაირი მოლაპარაკებები არ ყოფილა – ყალბ ამბებს იყენებენ იმისთვის, რომ თავი დააღწიონ გამოუვალ მდგომარეობას, რომელშიც აშშ და ისრაელია გაჭედილი