კანადამ ვენესუელის მთავრობის 14 მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა

კანადამ ვენესუელის მთავრობის 14 მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისინი მონაწილეობდნენ აქტივობებში, რომლებიც მხარს უჭერდნენ ვენესუელაში ადამიანის უფლებების დარღვევას.
“სანქციები არის სოლიდარობის გზავნილი ვენესუელელი ხალხის მიმართ”, – ნათქვამია კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო, რომელმაც დღეს მესამე ვადით დაიკავა თანამდებობა, მუდმივად უარყოფს შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებს და აცხადებს, რომ ეს არის უკანონო ზომები, რომლებიც წარმოადგენს „ეკონომიკურ ომს“ და მიზნად ისახავს ვენესუელას დასუსტებას.
წყარო: მთავარი არხი

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა