კამერონი: ბრიტანეთის მხარდაჭერა ისრაელისადმი უპირობო არაა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ს თქმით, ბრიტანეთის მხარდაჭერა სადმი უპირობო არაა და ის დამოკიდებულია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დაცვასთან.
“ჩვენ [ისრაელისგან] ველით ამაყ და წარმატებულ დემოკრატიას, რომელიც იცავს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს, გამოწვევების დროსაც კი” – თქვა დევიდ კამერონმა.
ამის შესახებ კამერონმა 7 აპრილს, ისრაელზე ჰამასის თავდასხმიდან 6 თვის შემდეგ, ბრიტანულ გამოცემასთან ინტერვიუში ისაუბრა. მან ინტერვიუში ასევე თქვა, რომ თუ ისრაელი ღაზის სექტორში მეტ დახმარებას არ შეუშვებს კონფლიქტის ზონაში მასობრივი შიმშილის მაღალი რისკებია. კამერონის თქმით, მალე დიდი ბრიტანეთი ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთულ საზღვაო ხომალდს გააგზავნის.