კამერონის სიტყვების შემდეგ, რუსეთი ბრიტანეთის ობიექტებზე დარტყმებით იმუქრება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა თქვა, რომ ს აქვს უფლება ს ტერიტორიაზე იერიშები ლონდონის მიერ მიწოდებული იარაღით მიიტანოს, მოსკოვი გაერთიანებულ სამეფოს მსგავს შემთხვევაში საპასუხო დარტყმებით ემუქრება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოიძახა ბრიტანეთის ელჩი მოსკოვში, ნაიჯელ კეისი, მასთან კამერონის სიტყვებთან დაკავშირებით პროტესტი გამოხატეს და ზემოხსენებული მუქარა გააჟღერეს.
“ნ. კეისი გაფრთხილებულ იქნა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინელების მიერ ბრიტანული იარაღით იერიშის მიტანის პასუხად [სამიზნე] შეიძლება გახდეს დიდი ბრიტანეთის ნებისმიერი სამხედრო ობიექტი და ტექნიკა უკრაინის ტერიტორიაზე და მის საზღვრებს მიღმა.” – თქვეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
რუსეთის საგარეო უწყება ირწმუნება, რომ კამერონმა საკუთარი სიტყვებით “დე ფაქტოდ აღიარა, რომ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის მხარე არიან”.
აქამდე, გასულ დღეებში კიევში საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე მეორედ გამართული ვიზიტის დროს დევიდ კამერონმა თქვა, რომ უკრაინას ლონდონის მიერ მიწოდებული იარაღების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება გააჩნია.
“უკრაინას აქვს ეს უფლება. როგორც რუსეთს მიაქვს იერიშები უკრაინაში, მარტივად მიხვდებით, რატომ სჭირდება უკრაინას დარწმუნება, რომ თავს დაიცავენ”. – თქვა კამერონმა მედიასააგენტო Reuters-თან საუბარში ბრიტანული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებასთან დაკავშირებით.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საბრძოლო მასალა, რომელიც უკრაინამ დიდი ბრიტანეთისგან მიიღო, Storm Shadow-ს ტიპის მაღალი სიზუსტისა და დიდი რადიუსის მქონე ფრთოსანი რაკეტებია.