კამერონის თქმით, ისრაელზე თავდასხმა ირანისთვის ორმაგი მარცხი იყო

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ს თქმით, 13-14 აპრილის ღამეს ისრაელზე თავდასხმა ირანისთვის ორმაგი დამარცხება იყო. ამაზე კამერონმა BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
“რაც ირანმა ჩაიდინა ძალიან საშიში ქმედებაა ისედაც ძალიან საშიშ სამყაროში” – თქვა დევიდ კამერონმა.
კამერონის თქმით, ირანიდან სკენ გასროლილი რაკეტების და დრონების რაოდენობა ცხადს ხდის, რომ თავდასხმა ძალიან მასშტაბური იყო, თუმცა საბედნიეროდ, ეს ყველაფერი მარცხი იყო ისრაელის თავდაცვის სიმამაცის წყალობით. დევიდ კამერონის აზრით, ირანმა ორმაგი მარცხი განიცადა თავდასხმის სრული წარუმატებლობით და ასევე იმით, რომ ამ თავდასხმის განხორციელებამ ცხადი გახადა ირანის ნამდვილი ბუნება.