კამერების სკანდალი და ცესკოს აღიარება – დეტალები

ტვ პირველის ცნობით, შაბათის ეთერის რეზონანსული ჟურნალისტური გამოიძიების შემდეგ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვერ უარყო, რომ საპარლამენტო ას დღეს, საარჩევნო უბნებზე, “ქართული ოცნების“ დამონტაჟებულ კამერებს ვიდეოგამოსახულების პირდაპირ ეთერში გადაცემის ტექნიკური შესაძლებლობა ჰქონდა.
ში ამბობენ, რომ კანონით ისინი არ არიან ვალდებულები შეამოწმონ, პარტია რა სახის კამერას დადგამს საარჩევნო უბანზე.
“ტვ პირველის“ მოპოვებული დოკუმენტებით დადასტურდა, რომ ცესკომ წინასწარ იცოდა, რა შესაძლებლობები ჰქონდა “ქართული ოცნების“ კამერებს, რადგან ჯერ კიდევ 2021 წელს, როდესაც “ქართულმა ოცნებამ“ ცესკოს იგივე კამერები ათხოვდა, თან გაუგზავნა მისი ტექნიკური მახასიათებლები.
დამკვირვებლები, ვინც არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე იმყოფებოდნენ, “ტვ პირველს“ უყვებიან, რომ კამერები ისედაც დარღვევით იდგა რიგ უბნებზე და აკონტროლებდა როგორც ამომრჩეველს, ასევე მათ ნებას. შესაბამისად, ლაივ რეჟიმში რომც არ გადაცემულიყო საარჩევნო უბნებზე არსებული მდგომარეობა, ეს კამერები ამომრჩევლის ნების გასაკონტროლებლად მაინც გამოიყენებოდა.
ცესკო საუბრობს ასევე შერჩევით კრიტიკაზე, თუმცა არ აკონკრეტებს, ვინაა კიდევ გასაკრიტიკებელი, ცესკოს გარდა, ვინ გამოგვრჩა, ან ვინაა მეტად გასაკრიტიკებელი. თუმცა, კარგია, რომ ერთ აბზაცში მაინც კრიტიკას უწოდებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას და არა მანიპულაციას.
ცესკო აცხადებს, რომ “კანონმდებლობა არ განსაზღვრავს კამერის ტექნიკურ მახასიათებლებს და არ ანიჭებს საარჩევნო ადმინისტრაციას უფლებამოსილებას, ამ ნიშნით შეაფასოს და შეზღუდოს ვიდეოკამერის გამოყენება საარჩევნო უბანზე” – გამოდის, ნებისმიერი ტექნიკური მონაცემების მქონე კამერის გამოყენებაა შესაძლებელი.

ასევე დაგაინტერესებთ

გედევან ფოფხაძე – საგამოძიებო კომისია არის დაჭერის ფორმალური წინაპირობა, წულუკიანს იარაღის მაგივრად ადამიანებს უდებენ ჯიბეში – უნდა მოვემზადოთ გადამწყვეტი ბრძოლისთვის, მე არათუ ციხისთვის, არამედ ტყვიისთვისაც ვარ მზად

ლევან ცუცქირიძე – ხვალ რომ დანიშნონ ახალი არჩევნები, არ უნდა ვიყოთ მზად? – დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ შემდეგ არჩევნებში, რომელშიც მეტ-ნაკლებად სამართლიანი გარემო იქნება, “ქართული ოცნება” კიდევ უფრო დამაჯერებლად დამარცხდება