კამბოჯამ ტაილანდთან ყველა სასაზღვრო გამშვები პუნქტი ჩაკეტა

საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, კამბოჯასა და ტაილანდს შორის ყველა სასაზღვრო გამშვები პუნქტი დაიკეტა.
ამავდროულად, ტაილანდი აცხადებს, რომ საბრძოლო მოქმედებები გრძელდება.
„ტაილანდი გააგრძელებს ბრძოლას მანამ, სანამ არ ვიგრძნობთ, რომ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი აღარ იქნება საფრთხეში“, – დაწერა პრემიერ-მინისტრმა ანუტინ ჩარნვირაკულმა თავის ფეისბუქგვერდზე.
ეს განცხადება გაკეთდა სულ რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ტრამპმა განაცხადა, რომ კამბოჯის და ტაილანდის ხელმძღვანელებმა მას საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის პირობა მისცეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – გორში ნახეთ სადიზმის დონე, ხელისუფლებას ვერ გადაუწყვეტია, წესიერ კაცს შეტენონ, რომ ტერორისტია, თუ ფორმალურად ვიღაცებს შეახოცონ ხელი – ნორმალურ ქვეყანაში მინიმუმ შს მინისტრი გადამდგარი იქნებოდა