კამალა ჰარისმა პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის ბრძოლა დაიწყო

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, 59 წლის კამალა ჰარისმა პრეზიდენტობის პოტენციური კანდიდატის სტატუსით დაიწყო მზადება დემოკრატიული პარტიის ყრილობისთვის, რომელზეც კანდიდატი ოფიციალურად უნდა დასახელდეს.
ყრილობა 19 აგვისტოს ჩიკაგოში გაიხსნება. ჰარისი, რომელიც ერთადერთი პრეტენდენტი არ არის, თავის გუნდთან ერთად ცდილობს თანაპარტიელების მაქსიმალური მხარდაჭერის მოპოვებას.
21 ივლისს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ საარჩევნო მარათონს ეთიშება, კენჭს აღარ იყრის და მხარს ს კანდიდატურას უჭერს. ჰარისმა ბაიდენის მხარდაჭერას დიდი პატივი უწოდა, მას მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს დემოკრატიული პარტიის და ნაციის გასაერთიანებლად, რათა დაამარცხონ. როგორც ჰარისმა თქვა, არჩევნებამდე 107 დღეა, ერთად იბრძოლებენ და ერთად გაიმარჯვებენ.
CNN-ის და BBC-ს წყაროთა ცნობით, კამალა ჰარისმა მალევე დაიწყო სატელეფონო მოლაპარაკებები წამყვან დემოკრატებთან, მათ შორის კანონმდებლებსა და გუბერნატორებთან, ხოლო ჰარისის გუნდმა – ელექტრონული წერილების გაგზავნა საარჩევნო კამპანიისთვის საჭირო თანხების შესაგროვებლად.
ვრცლად www.radiotavisupleba.ge