კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე ვლადიმერ პუტინთან პირისპირ შეხვედრას უკრაინის გარეშე არ დათანხმდება

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე ვლადიმერ პუტინთან პირისპირ შეხვედრას უკრაინის გარეშე არ დათანხმდება. ტელეკომპანია „სიბიესის“ ეთერში ჰარისმა განაცხადა, რომ უკრაინას საკუთარი ქვეყნის მომავლის განსაზღვრისას ხმის უფლება უნდა ჰქონდეს. მისი თქმით, ომის დასრულებაზე მოლაპარაკებები წარმატებული ვერ იქნება, თუ მასში ოფიციალური მონაწილეობას არ მიიღებს. უკრაინის ნატოში გაწევრიანებისთვის მხარდაჭერის შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა თავი აარიდა. კამალა ჰარისმა მხოლოდ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მაშინ იმუშავებს, თუკი საქმე იქამდე მივა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „ლელოს“ ჩვენთან და ჩვენ მათთან სალაპარაკო არა გვაქვს, ელაპარაკონ საკონსტიტუციო სასამართლოს და მათი ზოგიერთი წევრი – სისხლის სამართლის სასამართლოს, სადაც მათთან დაკავშირებული საქმეებია

ზურაბ ჯაფარიძე – ათამდე ადამიანთან მომიწია მტკიცება, რომ „ლელოს“ განცხადება არ იყო ბიძინასთან შეთანხმებული თამაში, ვისაც ვერ ვარწმუნებდი, ყველას ვთხოვე დალოდებოდნენ დღევანდელ დილას და „ოცნების“ პასუხს – აგერ, პასუხიც

დავით დარჩიაშვილი – კობახიძე-ივანიშვილის ტანდემმა უნდა გააცნობიეროს, რომ სათქმელია შემდეგი: „ვითარება არის მძიმე!“ – ამის აღიარებით ყველა დაინახავს, რომ ხელისუფლება გამოსავალს ეძებს