კამალა ჰარისი – ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ღაზაში ომი დასრულდეს

როგორც პრეზიდენტი, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ღაზაში ომი დასრულდეს, მძევლები სახლში დაბრუნდნენ და პალესტინელმა ხალხმა შეძლოს განახორციელოს ღირსების, თავისუფლებისა და თვითგამორკვევის უფლება, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „დემოკრატიული პარტიიდან“ კამალა ჰარისმა მიჩიგანში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარე წელი რთული იყო ღაზასა და ლიბანში მსხვერპლის გათვალისწინებით.
„მინდა ვთქვა, რომ ეს წელი რთული იყო ღაზაში მსხვერპლისა და ნგრევის მასშტაბის გათვალისწინებით, ლიბანში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლისა და დევნილობის გათვალისწინებით. ეს გამანადგურებელია“, – აღნიშნა ჰარისმა.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)