კამავინგა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვერ შეძლებს თამაშს

“რეალის” ნახევარმცველის ედუარდო კამავინგას ტრავმა იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ვარაუდობდნენ.
კლუბის საიტის ცნობით, მარჯვენა მუხლის დაზიანების გამო 20 წლის კამავინგას 2-2.5 თვე მოუწევს უქმობა და “სამეფო გუნდს” ლა ლიგის შვიდ და ჩემპიონთა ლიგის ორ მატჩში ვერ დაეხმარება. აგრეთვე საეჭვოა მისი ესპანეთის სუპერთასის შეხვედრებში მონაწილეობა, რომელიც 10-14 იანვარს საუდის არაბეთში გაიმართება.
კამვინგას გარდა “რეალის” კიდევ შვიდი ფეხბურთელია ტრავმირებული: ტიბო კურტუა, კეპა არისაბალაგა, ედერ მილიტაო, ორელენ ტჩუამენი, ჯუდ ბელინგემი, არდა გიულერი და ვინისიუსი. აღსანიშნავია, რომ დანი სებალიოსი მწყობრში ჩადგა და გუშინ დაიწყო
ვარჯიში.