კალცონა ნეაპოლიდან ბრატისლავაში გაემგზავრა

“ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონასთან” დამარცხების შემდეგ სახლში დაბრუნდა, ფეხბურთელებმა დაისვენეს, მწვრთნელი ფრანჩესკო კალცონა კი ბრატისლავაში გაემგზავრა.
კალცონა შეთავსებით სლოვაკეთის ნაკრების თავკაცია, რომელიც მისი ხელმძღვანელობით ევრო 2024-ზე გავიდა და ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს – 23 მარტს ბრატისლავაში ავსტრიასთან და 26 მარტს ოსლოში ნორვეგიასთან. კალცონამ ამ შეხვედრებისთვის შემადგენლობა გამოაცხადა (სტანისლავ ლობოტკა გამოიძახა) და პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
მან განაცხადა, რომ “ნაპოლის” ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის გაგრძელებაზე არ მიუმართავს და თუ შეთავაზება მიიღო, სლოვაკეთის ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად განიხილავს. მოკლედ, უნდა ნეაპოლურ გუნდში გააგრძელოს მუშაობა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში