კალცონამ კვარაცხელიას შესახებ გადაწყვეტილება მიიღო – იქნება თუ არა ხვიჩა “კალიარისთან” სასტარტოში?

დღეს, სერია A-ს 25-ე ტურში “ნაპოლი” სტუმრად “კალიარის” შეხვდება. ნეაპოლური გუნდი გუშინ გაემგზავრა სარდინიაზე. დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს კაპიტანი დი ლორენცო, მაგრამ ის “პარტენეპოის” გაჰყვა. ნეაპოლური მედიის ცნობით, კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისის გადაწყვეტილებით, პიოტრ ზილენსკი განაცხადში დააბრუნეს. ვიქტორ ოსიმენი გამოჯანმრთელდა და საასპარეზოდ მზადაა. ნეაპოლში მხოლოდ სირილ ნგონჟი დარჩა.
ქართველ გულშემატკივარს პირველ რიგში ხვიჩა კვარაცხელიას საკითხი აინტერესებს, რომელმაც “ბარსელონასთან” მატჩისას შეცვლის გამო უკმაყოფილება ვერ დამალა, რასაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. Il Mattino წერდა, რომ ქართველი შეიძლებოდა დაეჯარიმებინათ და “კალიარისთან” სათადარიგო ყოფილიყო.
თუმცა, Sky Sport და calcionapoli24 ირწმუნებიან, რომ კვარაცხელია სასტარტოში იქნება და “ნაპოლი” შეხვედრას შემდეგი შემადგენლობით დაიწყებს:
მერეტი, მაცოკი, რაჰმანი, ჟუან ჟეზუსი, ოლივეირა, ანგისა, ლობოტკა, ტრაორე, კვარაცხელია, პოლიტანო, ოსიმენი.
დაპირისპირება “სარდინია არენაზე” თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში