კალიფორნიის უნივერსიტეტში პოლიცია შევიდა

2 მაისს, ასობით ჩაფხუტიანი პოლიციელი შევიდა კალიფორნიის უნივერსიტეტის ლოს-ანჯელესის ფილიალის ცენტრალურ მოედანზე. მათ პალესტინელთა მხარდამჭერი საპროტესტო ბანაკის დაშლა დაიწყეს, რომელსაც წინა ღამით ს მხარდამჭერების კონტრაქცია დაესხა თავს.
მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ სულ ცოტა, ექვსი დემონსტრანტი დააკავეს ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე. ადგილობრივი ტელეარხის KABC-TV ინფორმაციით, უნივერსიტეტის კემპუსზე მდებარე შენობაში 300-დან 500-მდე მომიტინგე იყო გამაგრებული, მათ ზურგს ბანაკებში და ბარიკადებზე 2 000-მდე სტუდენტი უმაგრებდა.
ტერიტორიდან სტუდენტებისა და მომიტინგეების გაყვანა შუაღამით, გათენებამდე, ადგილობრივი დროით 3:15-ზე დაიწყო. პოლიციელებმა დაშალეს ბარიკადები, აიძულეს დემონსტრანტთა ნაწილი მოედანი დაეტოვებინა და დააკავეს ისინი, ვინც წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა.
შეერთებული შტატების უნივერსიტეტებში პალესტინელთა მხარდამჭერი საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება. ორი დღით ადრე, ნიუ-იორკში მიმდინარე აქცია დემონსტრანტთა დაკავებით დასრულდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ისინი კოლუმბიის უნივერსიტეტის შენობაში შეიჭრნენ და ჰამილტონ-ჰოლი დაიკავეს. მოგვიანებით, პოლიციამ მომიტინგეები ახლომდებარე ნიუ-იორკის სითი-კოლეჯის ტერიტორიაზეც დააკავა.
კოლუმბიის უნივერსიტეტში დემონსტრაციის ათეულობით მონაწილე დააკავეს. უნივერსისტეტის პრესსპიკერის განმარტებით, მათ ქალაქის პოლიცია “უსაფრთხოებისა და წესრიგის დამყარების მიზნით” მხოლოდ მას შემდეგ გამოიძახეს, რაც დემონსტრანტები ჰამილტონის სახელობის ერთ-ერთ მთავარ შენობაში შეიჭრნენ. უნივერსიტეტის პროფესორთა ერთი ჯგუფი პოლიციის გამოძახების თაობაზე ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. მისი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უკვე ორი კვირაა ჩარევას და სიტუაციის განმუხტვას ცდილობდნენ. მათი აზრით, პოლიციის ჩართულობა სიტუაციას მხოლოდ გაამწვავებს.
“ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის ჩვენს გარემოში ყოფნა საფრთხეს უქმნის მთელ ჩვენს საზოგადოებას. როცა შეიარაღებული პოლიცია შემოდის ჩვენს კამპუსზე, ის სტუდენტებსა და ყველა დანარჩენს საფრთხეს უქმნის”, – ნათქვამია უნივერსიტეტის პროფესორთა ერთი ჯგუფის განცხადებაში. ფაკულტეტის წევრები ასევე აცხადებენ, რომ დააყენებენ უნივერსიტეტის იმ ლიდერთა პასუხისმგებლობის საკითხს, ვინც “საქმე აქამდე მიიყვანა”.
მომხდართან დაკავშირებით, ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს ს, თეთრი სახლის პრესსპსიკერს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. კირბი აცხადებს, რომ სტუდენტების მიერ აკადემიური შენობის დაკავება პრეზიდენტ სთვის “სრულიად არასწორი მიდგომაა” და “ეს მშვიდობიანი პროტესტის მაგალითი არაა”.

ასევე დაგაინტერესებთ

„გავრცელებული ბინძური ჭორი იმის შესახებ, რომ დავით ქაცარავა გადაღებებზე დადიოდა რუსეთში, არ შეესაბამება სინამდვილეს, ყველა პროექტი სომხეთშია განხორციელებული, ვწუხვარ, რომ ასეთ ადამიანს ასე სასტიკად მოექცნენ“ – პროდიუსერის განცხადება