კალიფორნიის გუბერნატორმა დაადასტურა, რომ სახანძრო ჰიდრანტებთან დაკავშირებულმა პრობლემამ ლოს-ანჯელესში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები შეაფერხა – BBC

კალიფორნიის შტატის გუბერნატორმა სახანძრო ჰიდრანტებთან დაკავშირებული პრობლემა დაადასტურა.
“კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა მოითხოვა დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება იმის თაობაზე, თუ როგორ შეაფერხა წყლის ნაკლებობამ ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები”, – წერს BBC.
ლოს-ანჯელესის სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.
მეოთხე დღეა, კალიფორნია სტიქიური უბედურების ზონაა. შტატის დასახლებებს მასშტაბური ხანძარი ანადგურებს. გადამწვარია 10 000-ზე მეტი შენობა-ნაგებობა.
წყარო: რუსთავი 2