კალიფორნიის გუბერნატორი დონალდ ტრამპზე – ძალადობის წაქეზება და პროვოცირება, ქაოსის შექმნა, ოპონენტების დაპატიმრება – ეს დიქტატორის ქმედებებია და არა პრეზიდენტის

კალიფორნიის გუბერნატორი, გევინ ნიუსომი -ის პრეზიდენტ ს გადაწყვეტილებას ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის 2 000 ჯარისკაცის განლაგებასთან დაკავშირებით უკანონოდ მიიჩნევს და ამ ბრძანების გაუქმებას ითხოვს.
ნიუსომმა ტრამპი კრიზისის შექმნის მცდელობასა და კალიფორნიის შტატის სუვერენიტეტის დარღვევაში დაადანაშაულა.
„ოფიციალურად მოვითხოვე ტრამპის ადმინისტრაციისგან, გააუქმოს ჯარების უკანონო განლაგება ლოს-ანჯელესის ოლქში. არ გვქონია პრობლემა, სანამ ტრამპი არ ჩაერთო. ეს არის შტატის სუვერენიტეტის სერიოზული დარღვევა. გააუქმეთ ბრძანება. დაუბრუნეთ კონტროლი კალიფორნიას“, – განაცხადა ნიუსომმა.
მისი მტკიცებით, ტრამპის ქმედებები დიქტატორის ქმედებებია და არა პრეზიდენტის.
„ძალადობის წაქეზება და პროვოცირება, მასობრივი ქაოსის შექმნა, ქალაქების მილიტარიზაცია, ოპონენტების დაპატიმრება – ეს დიქტატორის ქმედებებია და არა პრეზიდენტის“, – დაწერა მან X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
თეთრმა სახლმა ნიუსომის კომენტარი გააპროტესტა და განაცხადა, რომ „ყველამ დაინახა ქაოსი, ძალადობა და უკანონობა“.
შეგახსენებთ, ლოს-ანჯელესში აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) მიერ ჩატარებული რეიდების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტებთან დაპირისპირებისას სამართალდამცავებმა წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის 2 000 ჯარისკაცის გაგზავნის ბრძანება გასცა. ტრამპის თქმით, მისი ადმინისტრაცია „რადიკალურ მემარცხენე საპროტესტო აქციებს, რომლებშიც ადამიანები ანაზღაურების სანაცვლოდ მონაწილეობენ, არ მოითმენს“.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე – მგონი ნათელია, რომ თუ ამ პოზიტიურ შეხვედრას შემდგომი ნაბიჯები მოჰყვება, ეს საბოლოოდ, მშვიდობის დამყარებას უზრუნველყოფს – ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რადგან ამ ომმა საქართველოზეც გადაიარა

გია ვოლსკი – პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ, არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი – ისედაც, საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ქართული ოცნებას” მხარს იმიტომ უჭერს, რომ მისთვის ევროინტეგრაციაა საინტერესო და რომ თვითმყოფადობის დაცვა ჩვენი გუნდის სიმბოლოა