კალიფორნიაში მცირე ზომის თვითმფრინავი შენობას შეეჯახა, დაიღუპა 2 და დაშავდა 18 ადამიანი

სამხრეთ კალიფორნიაში მცირე ზომის თვითმფრინავი კომერციული დანიშნულების შენობას შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა, – ინფორმაციას BBC-ი ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის ცნობით, ჩამოვარდნილი თვითმფრინავი ერთძრავიანი Van’s RV-10-ია. შენობა კი, რომელსაც ის შეეჯახა, ავეჯის საწარმოა.
ოფიციალური პირები არ ასახელებენ დამატებით დეტალებს იმის შესახებ, თუ როგორ განიცადა თვითმფრინავმა კატასტროფა. უცნობია, ვინ არიან დაღუპული ადამიანები : საწარმოს თანამშრომლები, თუ თვითმფრინავის ბორტზე მყოფები.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპი – რუსეთ-უკრაინა ჩემი პრიორიტეტების სიაში ძალიან მაღალ ადგილზეა – პუტინსა და ზელენსკის შორის დიდი სიძულვილია, მე ხან ერთს ვადანაშაულებ, ხან მეორეს, მაგრამ, მჯერა, მშვიდობის მიღწევა მოხდება

ქეთი მოლაშვილი: მოკლული შვილის მკვლელობის გამოძიებას ითხოვს. დედის დღეს.. მოკლული შვილის მკვლელობის გამოძიებას… არა დასჯას, დამუქრებას, გაბრაზებას, არამედ უბრალოდ გამოძიებას ითხოვს..