კალიფორნიაში ბოლო 10 წელში ტყის ხანძრების გამო 52 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

-ის კალიფორნიის შტატში, 2008-იდან 2018 წლამდე, ტყის ხანძრების გამო 52 480 ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა.
ამერიკელი მეცნიერები ამ დასკვნამდე მივიდნენ მას შემდეგ, რაც ხანძრის კვამლის წვრილი ნაწილაკების (PM2.5) ადამიანის ჯანმრთელობაზე გავლენის საკითხი შეისწავლეს.
შედეგები სამეცნიერო ჟურნალში Science Advance გამოქვეყნდა.
ათი წლის განმავლობაში, 52 ათასიდან 55 ათასამდე ადამიანი გარდაიცვალა ტყის ხანძრის ნაწილაკების დაბინძურების გამო ადრეულ ასაკში, აღნიშნავენ კვლევის ავტორები.
სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ლოს-ანჯელესის ოლქში, სადაც იმავე პერიოდში ტყის ხანძრის კვამლის გამო 9000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
კალიფორნიის უნივერსიტეტის (UCLA) მეცნიერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ტყის ხანძრის კვამლი იწვევს ჯანმრთელობის ბევრ პრობლემას, მათ შორის სუნთქვისა და გულის პრობლემებს.
კვლევის ავტორებმა აღნიშნეს ხანძრის ზემოქმედების შესამცირებლად გრძელვადიანი ზომების აუცილებლობა იმ ადგილებში, სადაც კლიმატის ცვლილების გამო ტყის ხანძრის რისკი ყველაზე მაღალია, მაგალითად, კალიფორნიაში, რომლის მოსახლეობა 39 მილიონი ადამიანია.

ასევე დაგაინტერესებთ