კალაძის მოადგილე ირაკლი ხმალაძე იუსტიციის სამინისტროში დანიშნეს

“ქართული ოცნების” იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ირაკლი ხმალაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყება ავრცელებს.
“ირაკლი ხმალაძე პროფესიით იურისტია. აქვს სახელმწიფო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნამდე იკავებდა თბილისის ვიცე-მერის თანამდებობას”, – წერს “ოცნების” იუსტიციის სამინისტრო.
ხმალაძის ბიოგრაფია
განათლება და კვალიფიკაცია
2000-2005 – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი
2015 – CAC ფინანსური მენეჯმენტის კურსი
სამსახურებრივი საქმიანობა
2017 – დღემდე – თბილისის ვიცე-მერი
2013 – 2017 – ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე (საპარლამენტო მდივანი)
2011 – 2014 – ,,საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი” (GIPA), ლექტორი
2008 – 2013 – ენერგეტიკის სამინისტრო, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი
2005 – 2008 – ენერგეტიკის სამინისტრო, იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი; იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი/წამყვანი სპეციალისტი
2003 – 2005 – შპს იურიდიული ფირმა ,,MJO”, იურისტი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ