კალაძე 71,6%-ით იმარჯვებს – ცესკომ ხმების 93% დათვალა

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დედაქალაქში უბნების 92,6% დათვალა. წინასწარი მონაცემებით, მესამე ვადით თბილისის მერი ხდება . დანარჩენ ოთხ თვითმმართველ ქალაქშიც „ქართული ოცნების“ კანდიდატები იმარჯვებენ – ცესკოს დათვლილი აქვს უბნების 90%-ზე მეტი.
თბილისი:
· („ქართული ოცნება“) – 71,6%;
· ირაკლი კუპრაძე („ლელო“) – 12,5%;
· („გირჩი“) – 7,5%;
· ზურაბ მახარაძე („ალტ-ინფო“) – 4,1%;
· გიორგი გაჩეჩილაძე („მწვანეები“) – 0,8%
· თეიმურაზ ბოლქვაძე („მამული, ენა, სარწმუნოება“) – 0,8%;
· კახა კუკავა („თავისუფალი საქართველო“) – 1,5%;
· ოთარ ჭითანავა („პატრიოტთა ალიანსი“) – 0,9%;
· გიორგი ლილუაშვილი („საქართველო“) – 0,4%.

· გიორგი ცინცაძე („ქართული ოცნება“) – 80,6%;
· გოჩა გუგუნავა („გახარია საქართველოსთვის“) – 10,3%;
· კახაბერ ცისკარიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი) – 2,5%;
· ზვიად კვირიკაძე („ჩვენი გაერთიანებული საქართველო“) – 4,3%;
· თამარ მიქელაძე („მამული, ენა, სარწმუნოება“) – 2,4%.
ქუთაისი
· დავით ერემეიშვილი („ქართული ოცნება“) – 85,6%;
· პაატა ზაქარეიშვილი („გახარია საქართველოსთვის“) – 8,1%;
· გიორგი ამაღლობელი („საქართველო“) – 6,3%.
რუსთავი
· („ქართული ოცნება“) – 91,9%;
· თამარ კეკენაძე („გახარია საქართველოსთვის“) – 8,1%.

ფოთში ერთადერთი კანდიდატი იყო – ბექა ვაჭარაძემ („ქართული ოცნება“) ხმების 100% მიიღო.
თვითმმართველობის საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში ტარდება. ამომრჩევლების უმრავლესობა ხმას ელექტრონულად აძლევდა – სწორედ ეს ამარტივებს ხმის დათვლას.
დღეს, 4 ოქტომბერს, არჩევნების პარალელურად თბილისში, თავისუფლების მოედანზე, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ორგანიზებით, „ხელისუფლების მშვიდობიანად დასამხობად“ დემონსტრაცია იმართებოდა.
დაახლოებით 19:00 საათზე, მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებს მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ წევრმა, პაატა ბურჭულაძემ და მურთაზ ზოდელავამ მიმართეს, მოქალაქეები ათონელზე მდებარე პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისკენ დაიძრნენ.
ადმინისტრაციის შენობასთან მისულმა დემონსტრანტებმა რკინის ჯებირები გაარღვიეს. სწორედ ამ დროს გამოვიდნენ საპოლიციო ძალები ადმინისტრაციის შენობიდან. პირველად პოლიციამ მაშინ გამოიყენა წიწაკის სპრეი.
„ხელისუფლების მშვიდობიანად დამხობის“ სურვილით აქცია თბილისში, თავისუფლების მოედანზე, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ორგანიზებით დაიგეგმა 4 ოქტომბრისთვის, როცა საქართველოში თვითმმართველობის იმართება. არჩევნები 20:00 საათზე დასრულდა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო